ვარლამ წიკლაური, დიდმოწამე მარინეს ხსენების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვას დაესწრო
30 ივლისი, 2026 2026-07-31 8:40ვარლამ წიკლაური, დიდმოწამე მარინეს ხსენების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვას დაესწრო
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, დიდმოწამე მარინეს ხსენების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვას დაესწრო.
სადღესასწაულო წირვა, წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
წირვაზე მრევლთან ერთად მერის პირველი მოადგილე ნოდარ ტატალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.