ვარლამ წიკლაურმა ლია სულუაშვილს იუბილე მიულოცა
19 ივლისი, 2026 2026-07-19 10:49ვარლამ წიკლაურმა ლია სულუაშვილს იუბილე მიულოცა
მესხეთის სახელმწიფო თეატრის დირექტორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ვერიკო ანჯაფარიძისა და სესილია თაყაიშვილის პრემიების ლაურეატი ლია სულუაშვილი იუბილარია.
ყველასათვის ცნობილ და პატივსაცემ ქალბატონს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ვარლამ წიკლაური ეწვია და იუბილე მიულოცა.
ვარლამ წიკლაურმა კულტურისა და თეატრალურ სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის ლია სულუაშვილს მადლობა გადაუხადა, ჯანმრთელობა, მხნეობა და წარმატებები უსურვა.
ლია სულუაშვილი მრავალი ათეული წელია თეატრალურ სფეროში მოღვაწეობს და დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების განვითარებაში. მან მაყურებლისთვის მრავალი წარმატებული და სახასიათო როლი შეასრულა, მისი რეჟისორობით კი არაერთი დასამახსოვრებელი სპექტაკლი შეიქმნა.
ქალბატონი ლია დღესაც დიდი შემართებით აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას.