სიახლეები და მოვლენები

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე სკვერების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

750717335_1531019757911479_4834132893685274147_n
სიახლეები

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე სკვერების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა ქალაქ ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე სკვერების რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა.

მოსახლეობისათვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად, თამარაშვილის ქუჩა №2, №4 და №6-ის მიმდებარედ არსებული სკვერების რეაბილიტაცია და აღნიშნულ სკვერებში სარწყავი სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი მერთან ერთად, მერის პირველმა მოადგილემ ნოდარ ტატალიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ საბა კბილაშვილმა დაათვალიერეს.
ამ ეტაპზე, ქალაქ ახალციხეში 6 სკვერის რეაბილიტაცია ხორციელდება.

კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930