სიახლეები და მოვლენები

სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაცია რეგიონულ საფეხბურთო ტურნირს იწყებს

747038368_122106386397331686_4567482833233457782_n
სიახლეები

სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაცია რეგიონულ საფეხბურთო ტურნირს იწყებს

სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაცია იწყებს რეგიონული საფეხბურთო ტურნირის – „ვეტერანთა თასის“ მონაწილეთა რეგისტრაციას.

ტურნირის მიზანია ვეტერან ფეხბურთელებში სპორტის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, ფეხბურთის განვითარების მხარდაჭერა, რეგიონებს შორის მეგობრული და სპორტული ურთიერთობების გაძლიერება.

ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენელ გუნდებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

თითოეულ გუნდს შეუძლია განაცხადში შეიყვანოს 37-მდე ფეხბურთელი, საიდანაც მატჩის განაცხადში მოხვდება 18 მოთამაშე (11 ძირითად შემადგენლობაში და 7 სათადარიგო).

რეგისტრაცია მიმდინარეობს 2026 წლის 21 ივლისის ჩათვლით.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გაიმართება წილისყრა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება ტურნირის კალენდარი და შეხვედრების განრიგი.

გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, დიპლომებითა და ფულადი პრიზებით:

I ადგილი – 2000 ლარი

II ადგილი – 1500 ლარი

III ადგილი – 1000 ლარი

ტურნირის ჩატარების წესი, მონაწილეობის პირობები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები განსაზღვრულია ოფიციალური რეგლამენტით.

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა გუნდებმა მიმართონ სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციას.

+995 593 25 12 75

+995 571 87 77 78

+995 591 95 36 57

ტურნირი ახალციხის საპატიო მოქალაქის, კახა კახაძის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930