შეხვედრა სოფლების – აბათხევისა და ნაოხრების მოსახლეობასთან
30 სექტემბერი, 2026 2026-09-30 11:45შეხვედრა სოფლების – აბათხევისა და ნაოხრების მოსახლეობასთან
ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გასაცნობად ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები გრძელდება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულ იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად, წყალთბილის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლების – ნაოხრებისა და აბათხევის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე სოფლებში არსებულ გამოწვევებზე, დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრეს.
მუნიციპალიტეტის საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია და მსგავსი შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
შეხვედრებზე ახალციხის მუნიციპალიტეტს მერის მოადგილეები – რუბენ კარაპეტიანი და გიორგი მელიქიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ვახტანგ მერაბიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამბარცუმ ბაბოიანი იმყოფებოდნენ