ვარლამ წიკლაურმა მკლავჭიდელ გაგა გელაშვილს გამარჯვება მიულოცა
11 ნოემბერი, 2026 2026-11-11 13:46ვარლამ წიკლაურმა მკლავჭიდელ გაგა გელაშვილს გამარჯვება მიულოცა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური მკლავჭიდელ გაგა გელაშვილს შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა.
ახალგაზრდა სპორტსმენმა უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მარჯვენა მკლავით ასპარეზობაში ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მუნიციპალიტეტის მერმა გაგა გელაშვილს მკლავჭიდის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მადლობის სიგელი გადასცა.