სიახლეები და მოვლენები

ახალციხემ სამცხე-ჯავახეთის მხატვართა კავშირის გამოფენას – „მესხეთის პალიტრა“ უმასპინძლა

828494155_1542359451266510_3632648778074523274_n
სიახლეები

ახალციხემ სამცხე-ჯავახეთის მხატვართა კავშირის გამოფენას – „მესხეთის პალიტრა“ უმასპინძლა

ახალციხემ სამცხე-ჯავახეთის მხატვართა კავშირის გამოფენას – „მესხეთის პალიტრა“ უმასპინძლა.
გამოფენა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულ იოსებ ალიბეგაშვილთან და გამოფენის ორგანიზატორთან, სამცხე-ჯავახეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე ლელა ფერაძესთან ერთად დაათვალიერა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილე მხატვრებსა და გამოფენის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს პროექტის განხორციელებისთვის.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მხატვრების მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრები, მათი თვალით დანახული მესხეთი.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან პროექტში მონაწილე მხატვრებს, კულტურისა და ხელოვნების სფეროში შეტანილი წვლილისთვის, მადლობის სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
გამოფენა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031