სიახლეები და მოვლენები

ახალციხის სპორტულ კომპლექსში ცურვის ტურნირი ჩატარდა

899712269_1585562596946195_338894907589505883_n
სიახლეები

ახალციხის სპორტულ კომპლექსში ცურვის ტურნირი ჩატარდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური ცურვის ტურნირს დაესწრო.

ახალციხის სპორტულმა კომპლექსმა ცურვაში შეჯიბრს პირველად უმასპინძლა. ტურნირი სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა, რომელშიც გოგონები და ვაჟები საპრიზო ადგილებისთვის ერთმანეთს შეეჯიბრნენ.

ტურნირის გამარჯვებულები მედლებით, თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ, ხოლო ყველა მონაწილეს ერთთვიანი აბონემენტი გადაეცა.

ცურვის ტურნირის მიზანი ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და სპორტული უნარ-ჩვევების განვითარებაა. მსგავსი სახის შეჯიბრებები მომავალშიც ჩატარდება.

სპორტულ კომპლექსში პროფესიონალი მწვრთნელები ცურვას 300-მდე ბავშვს ასწავლიან.

სპორტულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე, სპორტული გაერთიანების დირექტორი ზიგმუნდ ზილბერშტეინი და სპორტული კომპლექსის მენეჯერი გიორგი გურგენიძე.

კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30