სიახლეები და მოვლენები

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-12 სხდომა

829226487_1081815841392488_1864499820180341601_n
სიახლეები

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-12 სხდომა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, მოადგილეებთან – ნოდარ ტატალიშვილთან, რუბენ კარაპეტიანთან და გიორგი მელიქიძესთან ერთად, საკრებულოს სხდომას დაესწრო.
წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი უძღვებოდა. დეპუტატებს განსახილველი საკითხები მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა წარუდგინეს.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს, 2026 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების ფარგლებში, პროგრამებს შორის თანხების გადანაწილებასა და ბიუჯეტში განხორციელებულ ცვლილებებს. ასევე, ცვლილებები შევიდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცებისა და საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ საკრებულოს განკარგულებებში.

კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930