ვარლამ წიკლაური ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა
12 ნოემბერი, 2026 2026-11-12 14:52ვარლამ წიკლაური ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე სამომავლო გეგმები და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, ახალი პროექტების განხორციელებასა და მუნიციპალიტეტში მათთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას.
მერმა ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებს საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვება მიულოცა. საბჭომ დაფინანსება პროექტისთვის „ახალგაზრდა ლიდერები სოფლის განვითარებისთვის“ მოიპოვა.
პროექტი ახალციხის მუნიციპალიტეტის 14 სოფელში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ახალგაზრდული კლუბების გაძლიერებასა და ლიდერული უნარების განვითარებას ითვალისწინებს. ინიციატივის ფარგლებში სპეციალურ ტრენინგს გაივლის 70 მონაწილე, ხოლო სხვადასხვა საგანმანათლებლო და პრაქტიკულ აქტივობაში დაახლოებით 300 ახალგაზრდა ჩაერთვება.
ვარლამ წიკლაურმა საბჭოს წევრებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების იდეებისა და ინიციატივების მხარდაჭერა მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.