სიახლეები და მოვლენები

სოფელ აწყურში სახალხო დღესასწაული „აწყურობა“ აღინიშნა

727050869_1452038433631946_1275089642923957681_n
სიახლეები

სოფელ აწყურში სახალხო დღესასწაული „აწყურობა“ აღინიშნა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში სახალხო-ტრადღესასწაული „აწყურობა“ იზეიმეს.

ღონისძიება კულტურის სახლში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მრავალფეროვანი აქტივობები იყო წარმოდგენილი. მოეწყო გამოფენა „ წინაპართა ნაკვალევზე“, სოფლის მდიდარი წარსულის, მისი შემოქმედებითი თუ სპორტული ცხოვრების შესახებ. გაიხსენეს ცნობილი აწყურელი მოღვაწეები, ადამიანები, რომლებმაც სხვადასხვა დროს წვლილი შეიტანეს მშობლიური სოფლის განვითარებაში. სტუმრების წინაშე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით წარსდგნენ ადგილობრივი შემსრულებლები. განსაკუთრებით ემოციური იყო უფროსი თაობის მოცეკვავეების მიერ შესრულებული ნომერი.

აწყურლებს დღესასწაული ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ საბა კბილაშვილმა მოადგილეებთან ერთად მიულოცეს და აქ მცხოვრებ თითოეულ ოჯახს წარმატებები უსურვეს. აღინიშნა, რომ მდიდარი ისტორიული და კულტურული ტრადიციების მქონე სოფელი, მალე ახალ სიცოცხლეს შეიძენს, ორი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – აწყურის ციხისა და აწყურის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ.

ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და სოფლის მცხოვრებლები ესწრებოდნენ.

დღესასწაული 1986 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება.

კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930