სიახლეები და მოვლენები

ვარლამ წიკლაური სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას – „აფხაზეთობა 2026” დაესწრო

728555591_1453160796853043_7934657298985799799_n
სიახლეები

ვარლამ წიკლაური სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას – „აფხაზეთობა 2026” დაესწრო

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას – „აფხაზეთობა 2026”დაესწრო.

 

აფხაზური ცენტრის „მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ ორგანიზებით გამართული ღონისძიება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა.

 

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა აუდიტორიას თემატური მოხსენებები და აფხაზური ცენტრის სამომავლო გეგმებიც წარუდგინეს. ასევე, ისაუბრეს ცენტრის ბაზაზე შექმნილი სკოლის მოსწავლეთა ორ ახალ კლუბზეც, რომელთა საქმიანობაში ქალაქ ახალციხის №5 და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეები ჩაერთვებიან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.

კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30