სიახლეები და მოვლენები

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს რიგგარეშე სხდომას დაესწრო

1
სიახლეები

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს რიგგარეშე სხდომას დაესწრო

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, მოადგილეებთან ნოდარ ტატალიშვილთან და გიორგი მელიქიძესთან ერთად საკრებულოს სხდომას დაესწრო.

წარმომადგენლობითი ორგანოს რიგგარეშე სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი უძღვებოდა. განსახილველი საკითხები დეპუტატებს მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა გააცნეს.

საკრებულოს წევრებმა,  დღის წესრიგით გათვალისწინებულ  საკითხებს შორის, მხარი დაუჭირეს   ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს  განკარგულებებში ცვლილებების შეტანას. ასევე, დამტკიცდა  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის,    ეკონომიკური, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა  და სოციალური მომსახურების სამსახურების დებულებებში შესული ცვლილებები და სხვა.

კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30