მერიაში ,,მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“ მორიგი სხდომა ჩატარდა
2 სექტემბერი, 2026 2026-09-02 15:47მერიაში ,,მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“ მორიგი სხდომა ჩატარდა
მერიაში ,,მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“ მორიგი სხდომა ჩატარდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ,,მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“ მორიგი სხდომა ჩატარდა.
საბჭოს სხდომას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური ხელმძღვანელობდა.
სხდომაზე საბჭოს წევრებმა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე 29 განცხადება განიხილეს, საიდანაც 21 განცხადებაზე დადებითი რეკომენდაცია გაიცა. ასევე, წევრებმა ცნობის სახით მონიტორინგის ანგარიშები მოისმინეს.
საბჭოს წევრები პერიოდულად იკრიბებიან და შემოსულ განაცხადებს განიხილავენ.
„მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, რომელიც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირისათვის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხის განხილვისა და მუნიციპალიტეტის მერისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით შეიქმნა.