ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესს გაეცნო
1 სექტემბერი, 2026 2026-09-01 15:00ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესს გაეცნო
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესს გაეცნო
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესს გაეცნო.
მუნიციპალიტეტისა და სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან ხათუნა ხმალაძესთან ახალი სასწავლო წლის დაწყების სამზადისზე ისაუბრეს.
დღეიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, ახალციხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელების მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენა ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლაში და ასევე ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე formebi.emis.ge -ზე შეეძლებათ.
სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესს ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი მელიქიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ვახტანგ მერაბიშვილი და ქალაქ ახალციხის №5 და №1 საჯარო სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.
2026-2027 სასწავლო წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები სავალდებულო იქნება.