სიახლეები და მოვლენები

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა

საკრებულოსიახლეები

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, კონკურსი 2 ვაკანტურ პოზიციაზე გამოაცხადა. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდზე – www.vacancy.hr.gov.ge -ზე  შეუძლიათ.
 სტაჟირების ვაკანტური პოზიციები:
         საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების სტაჟიორი – იურისტი- 1 ვაკანსია;
         საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების სტაჟიორი – საზოგადოებასთან ურთიერთობა – 1 ვაკანსია.

კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30