ვარლამ წიკლაურმა არსებულ წრიულებზე სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი დაათვალიერა
31 აგვისტო, 2026 2026-08-31 14:48ვარლამ წიკლაურმა არსებულ წრიულებზე სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი დაათვალიერა
ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა არსებულ წრიულებზე სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი დაათვალიერა.
ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე და ახალქალაქის გზატკეცილზე, რუსთაველის და ჯაყელის ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე წრიულებს რეაბილიტაცია უტარდება.
ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ასევე, კოსტავასა და 9 აპრილის ქუჩებზე არსებულ ხიდებზე დამონტაჟდა ახალი გარე განათება.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს მერთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები გაეცნენ.