მერი და სახელმწიფო რწმუნებული ქალაქ ახალციხეში, სკვერების მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ
26 აგვისტო, 2026 2026-08-26 16:35მერი და სახელმწიფო რწმუნებული ქალაქ ახალციხეში, სკვერების მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან ერთად, ქალაქ ახალციხეში, სკვერების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით რეაბილიტაცია უტარდება 9 აპრილის ქუჩა №14-ში, კოსტავას ქუჩა №179-ისა და №184-ის მიმდებარედ და თამარაშვილის ქუჩა №2, №4 და №6-ში არსებულ სკვერებს.
ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სამუშაოები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ასევე, მერის პირველი მოადგილე ნოდარ ტატალიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – სეგი მუშკუდიანი , ვახტანგ მერაბიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე გაეცნენ.