ღონისძიება ვალის საბავშვო ბაგა-ბაღში
25 ივნისი, 2026 2026-06-25 16:19ღონისძიება ვალის საბავშვო ბაგა-ბაღში
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, მოადგილესთან გიორგი მელიქიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან საბა კბილაშვილთან ერთად ქალაქ ვალის საბავშვო ბაგა-ბაღს ესტუმრა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს გაეცნენ, პედაგოგებს გაესაუბრნენ და სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელების ღონისძიებას დაესწრნენ.
პატარები სტუმრების წინაშე მრავალფეროვანი ნომრებით წარსდგნენ. ღონისძიების ბოლოს კი სამახსოვრო ალბომები მიიღეს.