შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან
19 ნოემბერი, 2026 2026-11-19 16:21შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ვახტანგ თაქთაქიძესთან ერთად, სტუდენტებს შეხვდა.
მუნიციპალიტეტის მერმა სტუდენტებისგან მოისმინა იდეები და მოსაზრებები ახალი მობილური აპლიკაციის ,,ჩემი ახალციხე“ შესახებ. ყურადღება დაეთმო მისი ფუნქციონირებისა და მუშაობის სპეციფიკას.
აპლიკაცია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისა და ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა. მისი საშუალებით ახალციხის მცხოვრებლებს შეუძლიათ დააფიქსირონ ქალაქში არსებული პრობლემები დასუფთავებისა და გარე განათების კუთხით. მომავალში აპლიკაციას სხვა მიმართულებებიც დაემატება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ პროექტებსა და პროგრამებს.
ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე ნატალია მაზაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და მერიის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ