შეხვედრა საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებთან
18 ნოემბერი, 2026 2026-11-18 18:15შეხვედრა საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებთან
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, მოადგილეებთან-ნოდარ ტატალიშვილთან და რუბენ კარაპეტიანთან ერთად, საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებთან შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ საბა კბილაშვილმა გახსნა და დამსწრეებს განსახილველი საკითხები გააცნო.
ვარლამ წიკლაურმა დეპუტატებს განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. აღინიშნა, რომ 2027 წელს გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, საცხოვრებელი კორპუსების ფასადებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია, რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება, ასევე განხორციელდება სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები.
საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტის მერს თავიანთი იდეები და მოსაზრებები გაუზიარეს.