სიახლეები და მოვლენები

ახალციხეში წმინდა შალვა ახალციხელის ძეგლი დაიდგმება

909513215_1924747715157832_2679251533123597289_n
სიახლეები

ახალციხეში წმინდა შალვა ახალციხელის ძეგლი დაიდგმება

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ვარლამ წიკლაურის ინიციატივით,  ახალციხეში, გამოჩენილი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწის, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის,  შალვა ახალციხელის ძეგლი დაიდგმება.

დღეს გამართულ საკონკურსო კომისიის პირველ სხდომაზე, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი უძღვებოდა, კონკურსის პირობები, ვადები, შეფასების კრიტერიუმები, ძეგლის განთავსების სავარაუდო ადგილმდებარეობა  და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

კომისიის შემადგენლობაში არიან: მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური,  მერის მოადგილეები – ნოდარ ტატალიშვილი, რუბენ კარაპეტიანი, გიორგი მელიქიძე, არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სალუქვაძე,  სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ვახტანგ მერაბიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ისტორიკოსები, სახელოვნებო  და სხვა შესაბამისი სფეროების წარმომადგენლები.

კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30