შეხვედრა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან
16 ნოემბერი, 2026 2026-11-16 11:45შეხვედრა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, მოადგილე რუბენ კარაპეტიანთან ერთად, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლო გეგმები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსახლეობის საჭიროებებს, არსებულ გამოწვევებსა და მათი დროული მოგვარების გზებს. ასევე იმსჯელეს 2027 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში გასათვალისწინებელ პრიორიტეტებზე.
შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ მერიის დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირების ხელმძღვანელები. ხაზი გაესვა ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას, რაც მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებების ეფექტიანად მოგვარებას შეუწყობს ხელს.