სამუშაო შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში
30 სექტემბერი, 2026 2026-10-01 9:28სამუშაო შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, მოადგილეებთან – ნოდარ ტატალიშვილთან, რუბენ კარაპეტიანთან და გიორგი მელიქიძესთან ერთად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, მსოფლიო ბანკისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის საკითხზე და პროექტის განხორციელების გეგმაზე ისაუბრეს.
ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მსოფლიო ბანკისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განიხილება. სამუშაოების დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ახალციხეში აღნიშნული მიმართულებით არსებული მდგომარეობა და ეკოლოგიური გარემო.