სიახლეები და მოვლენები

კამპანია „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

870272617_1575976704571451_8640240062529751726_n
სიახლეები

კამპანია „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულ იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად, კამპანია „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მაკა ბერიძემ გახსნა. კამპანიის მიზანზე, დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკაზე, სკრინინგის დროულ მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა ნინო წილოსანმა და მარიამ ლაშხმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკა ადამიამ და სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ინა კაპანაძემ.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე სოლიდარობა გამოხატეს ონკოპაციენტების მიმართ. ხაზი გაესვა მოსახლეობაში პრევენციული გამოკვლევების შესახებ ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას.
კამპანიის ფარგლებში, ტრადიციულად მთელი თვის განმავლობაში, სხვადასხვა სახის აქტივობები – საინფორმაციო შეხვედრები და უფასო სკრინინგის აქციები მიმდინარეობდა ახალციხესა და მხარის სხვა მუნიციპალიტეტებში.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნების მოადგილე სერგი მუშკუდიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები დავით ტაბატაძე და ამბარცუმ ბაბოიანი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის, მედიცინისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30