აქტიურად მიმდინარეობს ახალციხის ტექნიკური სტადიონის სამშენებლო სამუშაოები
31 ოქტომბერი, 2026 2026-11-10 16:10აქტიურად მიმდინარეობს ახალციხის ტექნიკური სტადიონის სამშენებლო სამუშაოები
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად, a დაათვალიერა.
პროექტის ღირებულება დაახლოებით 4.8 მილიონი ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ახალციხეში ასევე დაგეგმილია არსებული სტადიონის რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. განახლებული სტადიონი დაახლოებით 3 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. პროექტის სავარაუდო ღირებულება 10 მილიონი ლარია და მის განსახორციელებლად ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
ამასთან, განიხილება ახალციხეში რაგბის სტადიონის განვითარების შესაძლებლობაც, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს რაგბის ფედერაციასთან კონსულტაციები მიმდინარეობს.