სიახლეები და მოვლენები

ვარლამ წიკლაურმა პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა

833387994_1549686923867096_4927013019297517530_n
სიახლეები

ვარლამ წიკლაურმა პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო და პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა.
„ძვირფასო პედაგოგებო, გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს! თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელთა დაუღალავი შრომითა და თავდადებით შენდება ჩვენი ქვეყნის მომავალი. განუზომელია თქვენი ღვაწლი ღირსეული თაობების აღზრდისა და განათლების საქმეში. მასწავლებლობა ყველაზე საპასუხისმგებლო და საპატიო საქმიანობაა. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს პროფესიისადმი ერთგულებისთვის“ – აღნიშნა პედაგოგებთან შეხვედრაზე ვარლამ წიკლაურმა.
მასწავლებლებს ასევე, პროფესიული დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსმა თორნიკე ხმალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით ტაბატაძემ, საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ხმალაძემ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორმა ვახტანგ თაქთაქიძემ, კოლეჯ “ოპიზარის” დირექტორმა მერი სახამბერიძემ და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორმა ლელა ზაზაძემ.
ღონისძიებაზე სასკოლო საზოგადოების მიერ წარდგენილი ახალციხის მუნიციპალიტეტის 39 სკოლის პედაგოგი მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.
პედაგოგებთან შეხვედრა ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031