მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ახალციხეში ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა
9 ოქტომბერი, 2026 2026-10-09 22:04მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ახალციხეში ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა
მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ახალციხეში ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა
მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ახალციხეში ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ იოსებ ალიბეგაშვილთან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორ ეკატერინე ხუციშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად დაესწრო.
ღონისძიება ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ხმალაძემ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო მასწავლებლების შესახებ მომზადებული ვიდეორგოლები და ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლის, ლიკა გელაშვილის ნამუშევრების გამოფენა. ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მუსიკალური, ქორეოგრაფიული და მხატვრული ნომრები წარადგინეს.
ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინიციატივით, ქვეყნის ყველა რეგიონში იმართება.
პედაგოგებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ვახტანგ მერაბიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელი თორნიკე ხმალაძე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ზურა ინასარიძე, საჯარო და სახელოვნებო სკოლების დირექტორები.