სიახლეები და მოვლენები

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრას დაესწრო

780553667_1506536478182141_7091356349264186772_n
სიახლეები

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრას დაესწრო

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.
სახელმწიფო რწმუნებულმა იოსებ ალიბეგაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა. მათ შორის, საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტების შემუშავებას, სოციალურ-ეკონომიკურ მიმართულებებს, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების დროულად და ხარისხიანად განხორციელების. ასევე, ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და მათი გადაჭრის ეფექტურ გზებზე.
სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობისა და რეგიონში დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანი, რწმუნებულის აპარატის უფროსი ვახტანგ მერაბიშვილი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი საბა სამსონიძე.

კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031