სიახლეები და მოვლენები

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან ვარლამ წიკლაურთან და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

778711386_1506595951509527_7532587052939060318_n
სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან ვარლამ წიკლაურთან და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

ქალაქ ახალციხეში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან ვარლამ წიკლაურთან, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად გაეცნო.

ქალაქ ახალციხეში დასრულების ეტაპზეა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კალათბურთის დარბაზის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც გათვლილია 300 მაყურებელზე.

მიმდინარე წელს დასრულდება ახალი სამუსიკო სკოლის მშენებლობაც. პროექტის ფარგლებში აშენდა 4 სართულიანი შენობა, სადაც სასწავლო კლასები, საკონცერტო დარბაზი და სხვა საჭირო სივრცეები ეწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, სასწავლო პროცესი კეთილმოწყობილ გარემოში გაგრძელდება.

ასევე, აქტიურად მიმდინარეობს, რუსთაველის ქუჩა №124-ში კინო-კლუბის მშენებლობა, სადაც თანამედროვე სტანდარტების მქონე, 250 მაყურებელზე გათვლილი დარბაზი, 50 კაციანი კინო-დარბაზი და მედიათეკა მოეწყობა.

კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031