ახალციხემ რეგიონულ საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლა
21 ივლისი, 2026 2026-07-21 19:51ახალციხემ რეგიონულ საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, ვეტერან ფეხბურთელთა რეგიონულ საფეხბურთო ტურნირს დაესწრო.
„ვეტერანთა თასის“ ტურნირში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი გუნდები მონაწილეობდნენ.
გამოვლინდნენ საპრიზო ადგილზე გასული გუნდები. პირველ ადგილზე ახალციხის გუნდი გავიდა, მეორე ადგილი ასპინძის გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი ნინოწმინდის გუნდი გახდა. გამარჯვებულებს თასები, მედლები, დიპლომები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
საფეხბურთო ტურნირი სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და ვეტერანი სპორტსმენის, ახალციხის საპატიო მოქალაქის კახა კახაძის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
თამაშებს გულშემატკივრებთან ერთად სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტურნირის მიზანია სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ფეხბურთის განვითარების მხარდაჭერა, რეგიონებს შორის მეგობრული და სპორტული ურთიერთობების გაძლიერება.