სიახლეები და მოვლენები

ახალციხემ დასაქმების ფორუმს უმასპინძლა

858323045_1566254255543696_8116691659281464606_n
სიახლეები

ახალციხემ დასაქმების ფორუმს უმასპინძლა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ანტონ ობოლაშვილთან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილთან, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ვახტანგ თაქთაქიძესთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად, დასაქმების ფორუმს დაესწრო.
ფორუმი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც 30-მდე ორგანიზაცია 200-ზე მეტი ვაკანსიით იყო წარმოდგენილი.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირისპირ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გაცნობოდნენ წამყვანი კომპანიების HR მენეჯერებს და აქტიურ ვაკანსიებს.
დასაქმების ფორუმი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პროექტის „ახალგაზრდობა მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ თანამშრომლობით ჩატარდა.
ფორუმის მიზანია ადგილობრივი დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებლების ურთიერთდაკავშირება, სტუდენტებისთვის კარიერული განვითარების ხელშეწყობა და რეგიონში დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა

კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031