შეხვედრა საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებთან
28 ოქტომბერი, 2026 2026-10-29 15:14შეხვედრა საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებთან
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში იოსებ ალიბეგაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებს შეხვდნენ, პროფესიული განვითარების კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.
მიმდინარე წელს შერჩეულმა 28 თანამშრომელმა, მათ შორის აღმზრდელებმა და ბაღების მენეჯერებმა, აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების 66-საათიანი ტრენინგმოდული გაიარა. კურსი 11 სესიისგან შედგებოდა და მონაწილეთა პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებას ისახავდა მიზნად.
შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტაბატაძე, რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი თორნიკე ხმალაძე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელი ლელა ზაზაძე.