სიახლეები და მოვლენები

ქართული სიმღერის კონკურს – ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“ დასკვნითი კონცერტი გაიმართა

851783060_2130104421214027_8858131398790780773_n
სიახლეები

ქართული სიმღერის კონკურს – ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“ დასკვნითი კონცერტი გაიმართა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად, ქართული სიმღერის კონკურს – ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“ დასკვნით კონცერტს დაესწრო.
კონცერტი ახალციხის ციხეზე გაიმართა, რომელშიც საქართველოს მასშტაბით, ფესტივალის გამარჯვებულები და ლაურეატები მონაწილეობდნენ. საღამოს გიგა ლორთქიფანიძის სახელობის კულტურის მოღვაწეთა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, პედაგოგი ლეილა აფციაური უძღვებოდა.
მაყურებლის წინაშე, ახალგაზრდა შემსრულებლები სხვადასხვა მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ, მათ შორის იყვნენ ახალციხელი გამარჯვებულები და ლაურეატებიც. საღამო ფესტივალის ორგანიზატორის მაია ჯამალაშვილისა და მონაწილეთა ერთობლივი სიმღერით დასრულდა.
კონცერტი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებას ცნობილი ქართველი მუსიკოსი ნუგზარ კვაშალი, ფესტივალის ფარგლებში დაჯილდოებული ღვაწლმოსილი პედაგოგი ლელა ნაროზაული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

ტეგები