სიახლეები და მოვლენები

ახალციხეში ვეტერანთა დღე აღინიშნა

855696420_1482418333756349_6818108931474633675_n
სიახლეები

ახალციხეში ვეტერანთა დღე აღინიშნა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი, ახალციხელი ვეტერანები, მოქალაქეები, ადგილობრივი თითმმართველობისა და რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ქალაქის ცენტრალურ პარკში, გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს.
მამა იოანე გელაშვილმა ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ვეტერანებს სიტყვით მიმართეს, დღევანდელი დღე მიულოცეს და ქვეყნის წინაშე მათ დამსახურებაზე ისაუბრეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის სახელწმიფო რწმუნებულმა იოსებ ალიბეგაშვილმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სამმართველოს უფროსმა ზურაბ ფარცახაშვილმა.
ტრადიციულად, ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ 12 ვეტერანს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირის სტატუსი, მერიისგან ფულადი დახმარება ჩაერიცხა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – დავით მუმლაძე, ვახტანგ მერაბიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები – დავით ტაბატაძე და ამბარცუმ ბაბოიანი.

კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

ტეგები