სიახლეები და მოვლენები

შეხვედრა კოლეჯ „ოპიზარის“ სტუდენტებთან

912124803_1594698726032582_6609887588652722277_n
სიახლეები

შეხვედრა კოლეჯ „ოპიზარის“ სტუდენტებთან

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან და კოლეჯ „ოპიზარის“ ხელმძღვანელ მერი სახამბერიძესთან ერთად, კოლეჯის სტუდენტებს შეხვდა და ახალი მობილური აპლიკაციის „ჩემი ახალციხე“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ვარლამ წიკლაურმა ახალგაზრდებს აპლიკაციის მუშაობის სპეციფიკა გააცნო, აქტიურობისკენ მოუწოდა და მათი იდეები მოისმინა.

ამ ეტაპზე,  ახალციხის მცხოვრებლებს აპლიკაციის საშუალებით შეუძლიათ დააფიქსირონ ქალაქში არსებული პრობლემები დასუფთავებისა და გარე განათების მიმართულებით. მომავალში კი აპლიკაციას სხვა მიმართულებებიც დაემატება.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტის მხრიდან ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილ პროექტებსა და პროგრამებს.

სტუდენტებთან შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი ევა იველაშვილი, მერის თანაშემწე ნატალია მაზაშვილი, კოლეჯის აკადემიური პერსონალი და მერიის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30