ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
27 სექტემბერი, 2026 2026-09-27 16:31ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
33 წელი სოხუმის დაცემიდან – აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ქალაქ ახალციხეში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სახელმწიფო რწმუნებულმა იოსებ ალიბეგაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ საბა კბილაშვილმა, მოადგილეებთან, ვეტერანებთან, სამხედრო მოსამსახურეებთან, მხარის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენელებთან ერთად ახალციხის ცენტრალურ პარკში, სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხდა მამა იოანე გელაშვილმა.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.