ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური მოქალაქეებს შეხვდა
21 აგვისტო, 2026 2026-08-24 11:57ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური მოქალაქეებს შეხვდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური მოქალაქეებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.
ტრადიციულ შეხვედრაზე ადგილობრივებმა ყურადღება გაამახვილეს ჯანდაცვის, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თითოეულ მათგანს მერიის კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა.
მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაცია, მათი საჭიროებების გაცნობა და შემდგომი რეაგირება მუნიციპალიტეტის მერიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.