,,მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“ სხდომა
5 აგვისტო, 2026 2026-08-05 14:35,,მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“ სხდომა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ვარლამ წიკლაურის ხელმძღვანელობით, ,,მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“ სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე საბჭოს წევრებმა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე 20 განცხადება განიხილეს.
საბჭოს წევრები საჭიროებისამებრ პერიოდულად იკრიბებიან და შემოსულ განაცხადებს განიხილავენ.
„მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, რომელიც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირისათვის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხის განხილვისა და მუნიციპალიტეტის მერისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით შეიქმნა.