ახალციხეში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
8 აგვისტო, 2026 2026-08-12 12:54ახალციხეში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა და საკრებულოს თავმჯდომარემ საბა კბილაშვილმა, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის ცენტრალურ პარკში სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს მიაგეს პატივი.
ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა დეკანოზმა მამა იოანე გელაშვილმა. პანაშვიდს, ასევე ესწრებოდნენ ვეტერანები, სამხედრო მოსამსახურეები და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები.
2008 წლის აგვისტოს ომში სამცხე-ჯავახეთიდან 6 ჯარისკაცი დაიღუპა.