„ზაფხულის დღეები 2026“ ახალციხეში
27 ივლისი, 2026 2026-07-27 12:51„ზაფხულის დღეები 2026“ ახალციხეში
„ზაფხულის დღეები 2026“ ახალციხეში – საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით ახალციხის ციხემ მუსიკალურ ღონისძიებას უმასპინძლა.
კონცერტს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, მოადგილეებთან – ნოდარ ტატალიშვილთან, გიორგი მელიქიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან საბა კბილაშვილთან ერთად დაესწრო.
მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ ქართული ესტრადის ცნობილი შემსრულებლები.
ახალციხელებისა და ქალაქის სტუმრების განწყობაზე იზრუნეს ეკა და ნუკა კვალიაშვილებმა, ანა ბახტაძემ, მარიამ ქაცარავამ, ლადო ჯანელიძემ და ჯგუფებმა „იბერიამ“ და „MIX2RA“-მ.
