შეხვედრა ახალციხის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებთან
18 ივნისი, 2026 2026-06-22 12:14შეხვედრა ახალციხის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებთან
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, მოადგილესთან გიორგი მელიქიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან საბა კბილაშვილთან ერთად ახალციხის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
ვარლამ წიკლაურმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა, თანადგომას დაჰპირდა და მადლობა გადაუხადა ქართული ხალხური ტრადიციული სიმღერებით დაინტერესებისა და მათი პოპულარიზაციისათვის. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით კი მოსწავლეებს ახალი ფორმები გადაეცათ.
შეხვედრას მოსწავლეთა მშობლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ახალციხის სალოტბარო სკოლა 2020 წლიდან ფუნქციონირებს. ლოტბარი ზაზა თამარაშვილისა და რეგენტი ქეთევან კოპაძის ხელმძღვანელობით სკოლაში 40 მოსწავლე ტრადიციულ ქართულ ხალხურ სიმღერებსა და გალობას ეუფლება. გუნდი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სახის ფესტივალებში წარმატებით მონაწილეობს.
სხვა სიახლეები
ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
27 სექტემბერი, 2026
ახალციხეს ქართული და მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა, ნონა გაფრინდაშვილი ეწვია
25 სექტემბერი, 2026
ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრში ახალი სეზონი გაიხსნა
23 სექტემბერი, 2026
ქალაქ ახალციხეში, UCMAS მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო პროგრამა ამოქმედდა
19 სექტემბერი, 2026