სიახლეები და მოვლენები

ქალაქ ახალციხეში, ახალი ბავშვთა აკადემია „ბილიკები“ გაიხსნა

793352302_1520858923416563_6680974816294218549_n
სიახლეები

ქალაქ ახალციხეში, ახალი ბავშვთა აკადემია „ბილიკები“ გაიხსნა

ქალაქ ახალციხეში, ახალი ბავშვთა აკადემია „ბილიკები“ გაიხსნა, რომელიც ადრეული განათლების, კოგნიტური და მოტორული უნარების განვითარების მიმართულებით იმუშავებს.
ახლადგახსნილ აკადემიას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური ესტუმრა, იქ არსებულ პროგრამებს გაეცნო, პედაგოგებსა და მოსწავლეებს კი წარმატებები და ნაყოფიერი სასწავლო პროცესი უსურვა.
„ბილიკებში“ თითოეული აქტივობა ბავშვების შესაძლებლობების გაძლიერებას და მისთვის საჭირო უნარების განვითარებას ემსახურება. აკადემიაში სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები მიიღებიან.

კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

ტეგები