სიახლეები და მოვლენები

სახელმწიფო რმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

747718475_3064363620426384_4549483950786098048_n
სიახლეები

სახელმწიფო რმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, მოადგილე გიორგი მელიქიძე და მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებისა და წყალანირების დირექტორი ტარიელ არბოლიშვილი სახელმწიფო რმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.
შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა გიორგი ქოჩიაშვილმა და სერგი მუშკუდიანმა, მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორთან გიგლა თამაზაშვილთან საირიგაციო სისტემებზე ისაუბრეს.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში საირიგაციო სისტემების არსებული მდგომარეობა, მუნიციპალიტეტების მიხედვით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამელიორაციო პროექტები განიხილეს.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც „საქართველოს მელიორაცია“ მიმდინარე წელს გეგმავს. რეგიონში 4 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, მიმდინარე წელს 22 მილიონ ლარამდე ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტების დაწყებაა დაგეგმილი.
ხანჩალის წყალსაცავის რეაბილიტაციის მიზნით, წელსვე დეტალური საინჟინრო პროექტის დამუშავებაც იგეგმება. პარალელურად, რეგიონში 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საექსპლუატაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
„2026 წელს სამცხე-ჯავახეთში დაახლოებით 22 მილიონი ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტების განხორციელება იგეგმება. მათ შორისაა ზრესის სარწყავი სისტემის, ლომატურცხის სათავე ნაგებობისა და სარწყავი სისტემის, ასევე მურჯახეთის მაგისტრალური არხისა და ორლოვკა-სპასოვკას სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტების დასრულების შედეგად, რეგიონში რამდენიმე ათას ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება სოფლის მეურნეობის განვითარებისა და თითოეული ფერმერის წარმატების მთავარი გარანტია“, – განაცხადა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, გიგლა თამაზაშვილმა.

კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031