სიახლეები და მოვლენები

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი ქალაქ ახალციხეში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

739762699_1468604338642022_5181973028137343697_n
სიახლეები

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი ქალაქ ახალციხეში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან ვარლამ წიკლაურთან, სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან გიორგი ქოჩიაშვილთან და მერის პირველ მოადგილესთან ნოდარ ტატალიშვილთან ერთად ქალაქ ახალციხეში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

ვარლამ წიკალურმა,მინისტრის მოადგილეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

დასრულების ეტაპზეა, ქალაქ ახალციხეში, ასპინძის ქ. №44-ში სპორტული კომპლექსის სამშენებლოსამუშაოები.პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა,სადაც ეწყობა 300 მაყურებელზე გათვლილი კალათბურთის დარბაზი, კეთილმოეწყობაკომპლექსის მიმდებარე ტერიტორია,დაგეგმილია გამწვანების ზოლისა და პარკინგის მოწყობა.

აქტიურად გრძელდება რუსთაველის ქუჩა №124 -ში კინო-კლუბის მშენებლობის სამუშაოები,სადაც 250 მაყურებელზე გათვლილი დარბაზი,50 კაციანი კინო-დარბაზი და მედიათეკა მოეწყობა.

გვარამაძის ქუჩაზე კი საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხორციელდება.პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზის 1340 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი იგება.ეწყობა მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930