ვარლამ წიკლაურმა ქალაქის ცენტრალურ უბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
3 აგვისტო, 2026 2026-08-04 10:08ვარლამ წიკლაურმა ქალაქის ცენტრალურ უბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
ვარლამ წიკლაურმა ქალაქის ცენტრალურ უბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან საბა კბილაშვილთან ერთად ქალაქის ცენტრალურ უბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
შალვა ახალციხელისა და ნათენაძის ქუჩების კვეთაზე საფეხმავლო ბილიკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ასევე საავტომობილო გზაზე მოეწყო წრიულები. შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერი კი საჭირო ინვენტარით აღიჭურვა და დამონტაჟდა ახალი ლამპიონები.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები გაეცნენ.