სიახლეები და მოვლენები

ვარლამ წიკლაური ფოლკლორული ანსამბლ ,,მესხ-ფოლკის” და ,,STRING WAVE” -ს სოლო კონცერტს დაესწრო

731761265_1458518129650643_780795237764831442_n
სიახლეები

ვარლამ წიკლაური ფოლკლორული ანსამბლ ,,მესხ-ფოლკის” და ,,STRING WAVE” -ს სოლო კონცერტს დაესწრო

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური ფოლკლორული ანსამბლ ,,მესხ-ფოლკის” და ,,STRING WAVE” -ს სოლო კონცერტს დაესწრო.
საღამო აწყურის კულტურის სახლში გაიმართა. ანსამბლის წევრებმა, როგორც საკუთარი თანამედროვე რეპერტუარი, ისე ძველი ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს.
ვარლამ წიკლაურმა ანსამბლის ხელმძღვანელს, ჟუჟუნა კახაძეს მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებში მუსიკის და განსაკუთრებით, ქართული ფოლკლორის სიყვარულის გაღვივებისა და პოპულარიზაციისათვის, წარმატებები უსურვა და მხარდაჭერას დაჰპირდა.
კონცერტს მოსწავლეთა მშობლები, ადგილობრივი თვითმმართველობის, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

ტეგები