სიახლეები და მოვლენები

ვარლამ წიკლაური სტუდია ,,პალიტრას“ სოლო კონცერტს დაესწრო

739700091_1466947652141024_4766834897088307485_n
სიახლეები

ვარლამ წიკლაური სტუდია ,,პალიტრას“ სოლო კონცერტს დაესწრო

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, მოადგილესთან გიორგი მელიქიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან საბა კბილაშვილთან ერთად სტუდია ,,პალიტრას“ სოლო კონცერტს დაესწრო.
მაყურებლის წინაშე, სტუდიის წევრები პედაგოგთან ერთად მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ.
ვარლამ წიკლაურმა მუსიკალური სტუდიის ხელმძღვანელს, მარინა მჭედლიძეს მოზარდ თაობებში ხელოვნებისადმი სიყვარულის გაღვივებისა და გაწეული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
ღონისძიებას მოსწავლეთა მშობლები, ადგილობრივი თვითმმართველობის, კულტურისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქალაქ ახალციხეში, სტუდია ,,პალიტრა“ მრავალი წელია წარმატებით ფუნქციონირებს და მოსწავლეებს მუსიკალურ უნარებს უვითარებს.

კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

ტეგები