სიახლეები და მოვლენები

ვარლამ წიკლაური სოფელ წყრუთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო

IMG_2536
სიახლეები

ვარლამ წიკლაური სოფელ წყრუთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო

სოფელ წყრუთში ძლიერი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემის აღმოსაფხვრელად მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მეორე დღეა სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, მერის მოადგილე გიორგი მელიქიძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები გაეცნენ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი შეხვდა დაზარალებულ ოჯახს, დაათვალიერა არსებული მდგომარეობა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი ყველა საჭირო ღონისძიებას გაატარებს პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად.
გუშინ მოსულმა უხვმა ნალექმა სოფელში არსებული ხევის ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, დაზიანდა შიდა გზა და სოფელში მცხოვრებ ერთ ოჯახს გადაადგილების პრობლემა შეექმნა.

კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

ტეგები