სიახლეები და მოვლენები

ვარლამ წიკლაური ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვას დაესწრო

731195585_1458157559686700_2005724143778938817_n
სიახლეები

ვარლამ წიკლაური ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვას დაესწრო

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, სახელმწიფო რწმუნებულთან ზაალ გელაშვილთან, რწმუნებულის ადმინისტრაციის, მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად სოფელ უდეში ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვას დაესწრო.
საზეიმო წირვა, სოფელ უდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, მღვდელმსახურებთან ერთად, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ, რიმნიკის მთავარეპისკოპოსმა ბარსანუფმა და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ აღავლინეს.
ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, ანთიმოზ ივერიელი, რომელიც რუმინეთის ეკლესიამ წმინდანად შერაცხა წარმოშობით ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდიდან იყო.

კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30